About

Kombinizona.კომბინიზონა – ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა ISF Georgiaს და განო მელითაურის დიზაინის კოლაბორაციით შექმნილი , სრულიად ახალი კონცეფციის ეკო – მეგობრული და ყველასგან განსხვავებული ტანსაცმლის სერიული ბრენდია საქართველოში.

Kombinizona.კომბინიზონა ფერადი, მრავალფუნქციური და კომფორტული გადაწყვეტილებაა როგორც თინეიჯერი მეამბოხე ახალგაზრდებისთვის, ასევე ორსული ქალბატონებისა და სპეციალური საჭროების მქონე მომხმარებლებისთვის. 2019 წელს ბრენდი გაფართოვდა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს მოდის ინდუსტრიაში კიდევ ერთი ინოვაცია ითავა – ადაპტური და საორსულე ეკო მეგობრული სამოსის წარმოება დაიწყო,რომელიც ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკის და ფონდ “სიცოცხლის ხის” კოლაბორაციით შექმნილ სოციალურ საწარმოში შშმ პირების ხელით იქმნება.

Kombinizona.კომბინიზონა – ერთადერთი მოდის სახლია საქართველოში, რომელმაც ჩაატარა მასშტაბური სამეცნიერო კვლევა“ფერების მიმღებლობა საქართველოში”

* სწორედ შედეგებზე დაყრდნობით იქმნება უნიკალური ფერადი #საროჩინები , კომბინიზონები ,სვიტერები ,შარვლები, კაბები, პიჯაკები, მოსაცმელები, ქურთუკები, პალტოები, ჰუდები : ყოველდღიური, სპორტული, კლასიკური, სადღესასწაულო ან ბიზნეს ლუქი. თითოეული ფერების და ფორმების შეთანხმებით უნიკალურია და ანალოგი არ გააჩნია, ვინაიდან ყველა მოდელი ფერების მიმღებლობის კვლევაზე დაყრდნობით იქმნება.ჩვენი ფერადი კოქტეილები ეფექტურად ერგება თქვენს განწყობას , მეტიც ზემოქმედებს მასზე და ცვლის უკეთესობისკენ. ყველა ლუქს საკუთარი ფერთა პასპორტი მოჰყვება,რომელზეც დატანილია კოქტეილის შემადგენლობა და თერაპიული მნიშვნელობები!

* ჩვენს ონლაინ და საცალო შოურუმში საორსულე და ზღაპრული პერსონაჟების ფერად, ხარისხიან და კომფორტულ სამოსზე შესაძლებელია ზომების და დეტალების კორექტირება ,რომელიც შეკვეთიდან 24 საათის განმავლობაში აუცილებლად დაამშვენებს თქვენს გარდერობს.

*სადღესასწაულო და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გთავაზობთ ინდივიდუალურ კერვას.

Kombinizona.კომბინიზონა –

#ფერებისარქიტექტურა ტანსაცმელში – ბედნიერი ადამიანებისთვის!